Roleplay Community
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის სექტემბერი
ეს გვერდი აღწერს, რა მონაცემებს ვინახავთ, რატომ და ვინ ხედავს მათ.
რას ვინახავთ
- ანგარიში: ელფოსტა, პაროლის დაცული ჰეში (პაროლი ღია სახით არ ინახება), Google-ით შესვლისას — Google-ის ანგარიშის იდენტიფიკატორი, სახელი და ელფოსტა.
- პროფილი: მომხმარებლის სახელი, საჩვენებელი სახელი, ბიო, ავატარი და რეგისტრაციის თარიღი.
- შენ მიერ შექმნილი მასალა: რესურსები, სიახლეები, სურათები, ფაილები, ჩათის შეტყობინებები და ავტორების შეფასებები.
- მოქმედებების ჩანაწერები: ჩამოტვირთვების სტატისტიკა (რომელმა ანგარიშმა რომელი რესურსი ჩამოტვირთა), საჩივრები და მოდერაციის ქმედებების audit ჩანაწერები.
ვინ ხედავს
- საიტის შიგთავსი მხოლოდ ავტორიზებული წევრებისთვისაა; სტუმრისთვის დახურულია.
- სხვა წევრები ხედავენ შენს პროფილს, გამოქვეყნებულ მასალას, ჩათის შეტყობინებებს და შეფასების ჯამურ მაჩვენებლებს.
- შენი ელფოსტა, შესვლის მეთოდი, ცალკეული ხმები და საჩივრები სხვა წევრებისთვის არ ჩანს. მათ ხედავს მხოლოდ ადმინისტრაცია, როცა ეს მოდერაციისთვის აუცილებელია.
სად ინახება
მონაცემები ინახება Supabase-ის მართულ მონაცემთა ბაზასა და ფაილების საცავში. ატვირთული ფაილები და სურათები დახურულ საცავშია და მხოლოდ მოკლევადიანი ხელმოწერილი ბმულით იხსნება.
Cookies
- სესიის cookie — ავტორიზაციის შესანარჩუნებლად (აუცილებელი).
- ბოლო არჩეული პლატფორმის cookie — მხოლოდ არჩევის ეკრანზე მოსანიშნად.
სარეკლამო ან თვალთვალის cookies არ გამოიყენება.
შენი უფლებები
პროფილის მონაცემების შეცვლა შეგიძლია პარამეტრებში. ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლის მოთხოვნით მიმართე ადმინისტრაციას ქომიუნითის ოფიციალური არხით. audit ჩანაწერები უსაფრთხოების მიზნით შეიძლება დარჩეს წაშლის შემდეგაც, პირადი მონაცემების გარეშე.